ერთი ჩვეულებრივი დღე, რომელიც აფხაზეთში ყოველთვის ,,არაჩვეულებრივია.”

აფხაზეთის მკვიდრი,რომელიც დროებით საქართველოს ტერიტორიაზე გადავიდა საცხოვრებლად,გარდაიცვალა ერთ ჩვეულებრივ დღეს…სანამ გარდაიცვლებოდა,წინასწარ გამოეგზავნა მას აფხაზეთში, თავის მშობლიურ სასაფლაოზე საფლავის ქვა და სანამ  სული ამოხდებოდა ქაღალდის ნაგლეჯი ჩაედო შვილისთვის ხელში..ის წერდა:    ,,მიმაბარეთ მშობლიურ                                                                                                            მიწას, დამასაფლავეთ ჩემი მშობლების გვერდით…”

შვილმა შეასრულა მამის დანაბარები და ჩვეულებრივი დღე გადაიქცა ,,არაჩვეულებრივად”.ეს პიროვნება აფხაზეთიდან, კერძოდ სოფ.ოტობაიიდან იყო,დროებით ის წალენჯიხის რ–ში, ცხოვრობდა..მას სულ ენატრებოდა აფხაზეთი, თავისი მიწა,მშობლების საფლავი,მაგრამ ამაოდ…72 წლის ასაკში ის გარდაიცვალა, გარდაიცვალა აფხაზეთის მიწას მონატრებული…

დადგა მისი აფხაზეთში გადმოსვენების დღე…დამთავრდა მისი მშვიდობიანი პროცესია იქ და დღეს მას გადმოასვენებენ თავის მიწაზე, მაგრამ როგორ?პირდაპირ რუსების გამშვები პუნქტით მას ვერ გადმოასვენებენ დოკუმენტების არქონის გამო, მაშ როგორ??? შემოვლითი გზით, შემოვლითი გზა ეს მდინარე ენგურია,ენგური ადიდებულია,რადგან წვიმდა ეს დღეები,ვაითუ დაიჭერენ?თუ დაიჭირეს მიცვალებულთან ერთად ყველას რუსების შტაბში გააჩერებენ საათობით, შემდეგ გალში გააგზავნიან და შეიძლება ეს ამბავი დამთავრდეს ძალიან ცუდად,დიდი ჯარიმით და ა. შ ან კიდევ გაძევებით…მაგრამ გაუმართლა ჭირისუფლებს, მიცვალებული ტივზე დასვენებული ენგურზე გადმოაცურეს  და ფარულად, ჩუმად, თვითონაც მეორე ტივზე დამსხდარებმა, ტყეს შეაფარეს თავი,მოკლე დროში ისინი სასაფლაოზე იყვნენ…

რა ბედნიერი აღმოჩნდა ჩვენი მიცვალებული ამ დღეს, არავინ არ ტიროდა, პირიქით ყველამ მშვიდობიანად მიაყარეს მას ოტობაიის მიწა…და ჭიქა ღვინო დიდი პატივისცემით წაუქციეს… ასე ხდება აფხაზეთში, მიცვალებულის გადმოსვენება, პატარძლის გადმოყვანა თუ სხვა ჩვეულებრივი ამბები აქ ,,არაჩვეულებრივად”.

Posted in Uncategorized | Leave a comment

აფხაზეთი დღეს…

   მოგესალმებით,მე ვარ იანა ქარდავა 16 წლის აფხაზეთიდან…დავიბადე ქალაქ მოსკოვში 1997 წლის 14 მაისს,უკვე 7 წელია რაც ვცხოვრობ აფხაზეთში და მინდა დავწერო ერტი–ორი სიტყვა აქ ცხოვრებაზე..

აფხაზეთში ცხოვრება ძალიან რთულია,ცხოვრობს ხალხი,რომლებსაც ერთმანეთზე უარესი გაჭირვება აქვს ნანახი..ვცხოვრობ კონკრეტულად გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში,ეგ სოფელი საზღვრისპირა სოფელია..ჩემი ვალი იყო მეფიქრა რა თემას ავირჩევდი ჩემი პირველი ბლოგისთვის,ვინაიდან ვცხოვრობ ასეთ რთულ.ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომინდა ვყოფილიყავი ,,ადამიანის უფლებათა დამცველი”.ეს არის თემა,რომელიც ყველას აფხაზეთში მცხოვრებს აწუხებს.ეს არის ტერიტორია,სადაც შენზე,შენს უფლებებზე არავინ არ ფიქრობს,გაბიჯებს და შენ ტერიტორიაზე ბატონობს.არ გაგაჩნია უფლება იცხოვრო თავისუფლად,ილაპარაკო შენს მშობლიურ ქართულ ენაზე და თქვა ამაყად–,,მე ქართველი ვარ”!

ჩემთან,ჩემს სოფელში დგება ისეთი მომენტი,რომ პიროვნება დაჩაგრულია თავის ტერიტორიაზე სხვა ვიღაც პირისგან,რომელიც სრულიად უნებართვოდ,უმისამართოდ დაიარება.

ადამიანს სხვა გზა არააქვს,ის ვალდებულია გადავიდეს საზღვარზე,თუნდაც იმიტომ,რომ არ დარჩეს უსაჭმლოდ,უტანსაცმლოდ და საერთოდ ყველაფერ იმისგან,რაც ,,უ” ასოსგან იწყება.ჩვენთან არ არის ჩვეულებრივი მაღაზიაც კი,სადაც შეიძლება ყოველდღიური ნივთი იყიდო.ისიამოვნო ცხოვრებით–ამას არცერთი საგანი,არც ერთი ადამიანის სახე არ მიგვითითებს…სხვა ყველაფერზე თუნდაც ბანკზე,ან რაიმე გასართობზე ოცნებაც კი ზედმეტია..

მეც და ჩემთან ერთად სხვასაც ნაფიქრალი აქვს ამ ამ თემაზე,თუმცა ფიქრი რათ უნდა ,ისე აშკარაა ეს ყველაფერი,რომ თვალში მოგხვდება და რომც არ გინდოდეს მაინც დაგაფიქრებს!

რამდენი ფაქტი შეიძლება გაიხსენო ადამიანმა ამასთან დაკავშირებით .როცა გადადიხარ საზღვარზე რამხელა შიშს განიცდი,გეშინია არ მოვარდეს ვინმე და არ წაგართვას რაც გაქვს,არ დაგიჭიროს და არ დაგაკისროს დიდი ფულადი ჯარიმა,რომელიც შეიძლება საერთოდ ვერ გადაიხადო იმიტომ,რომ არ გაქვს..და ყველაფერი ყველა ეს განცდა ნახევარი ცხოვრების ტოლფასია…სხვათუარა ადამიანი ხდები ფსიქიკურად დაავადებული.!

ცხოვრება ასეთია,ცხოვრობ მაგრამ შენს ცხოვრებას ცხოვრება არ ჰქვია.შეიძლება ვიფიქროთ რატომ იკლავს ხალხი იქ ცხოვრებით თავს,მაგრამ ამის მიზეზი ბევრია…

შეიძლება შეგივარდნენ ოჯახში,მოგიკლან შვილი,გაგანადგურონ..მაგრამ… შენი უფლებადამცველი არავინაა…

ვაი იმ დედებს,რომლებსაც ასეთი გაჭირვება აქვთ ნანახი..ეს ის დედებია,რომლებიც აფხაზეთში ხოვრობენ…

Posted in Uncategorized | Leave a comment